ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 9 - დაშავდა

რუსთავი 2

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიას 40 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. 

ერთმანეთს 3 მინივენი შეეჯახა. 

დაშავებულები ორ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები