თავდასხმა უკრაინულ ტელევიზიაზე

კიევში უკრაინულ ტელეკომპანია „112 უკრაინას" შენობას ყუმბარა ესროლეს

www.rferl.org

კიევში უკრაინულ ტელეკომპანია „112 უკრაინას" შენობას გამთენიისას ყუმბარა ესროლეს. კიევის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სამართალდამცველებმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასეს.

კიევის პოლიციაში აფეთქების შესახებ ცნობა ადგილობრივი დროით, დილის 03:40 წუთზე შევიდა. ადგილზე მისვლისას სამართალდამცველებს დაზიანებული შენობა დახვდათ.

მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იძიებს. ძალოვანების ინფორმაციით, დამნაშავეების ძებნის ოპერაცია უკვე დაწყებულია. დანაშაულის მოტივზე გამოძიება არ საუბრობს.

კომენტარები