ალექსანდრე ახალაძე

ოცნების დეპუტატი: ტაბულას ხელმძღვანელებს და მათი ოჯახის წევრებს რატომ არ მოხვდათ ტყვიები?!

როდესაც შტურმია და როცა ასეთი არეულობაა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ვიღაცას თვალში მოხვედროდა, აბა თეთრპერანგიანებს არ მოხვდებოდათ. თეთრპერანგაინებს რატომ არ მოხვდათ ტყვიები?! ტაბულას ხელმძღვანელობას და მათი ოჯახის წევრებს ერთი მითხარი. იმიტომ რომ დატოვეს იქ ყველაფერი და გეერიდნენ სიტუაციას. ეს დაწერეთ, ტაბულას და მის ხელმძღვანელებს და მათი ოჯახის წევრებს რატომ არ მოხვდა ეს ტყვიები?!

[სტილი დაცულია]

ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ალექსანდრე ახალაძე სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე ტაბულასთან საუბრისას. მან დაწერა, რომ "ჟესტი - ხელით დაფარული თვალი - მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიასა და პოლიციელთა გმირობას."

კომენტარები