ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი.
tbl.ge/3ukd
დაკოპირდა

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში კითხვის პასუხად, ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ბრძანება. 27ივნისს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა იგივე კითხვა უპასუხიდ დატოვა და თქვა, რომ "არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება".
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




