საბერძნეთი

საბერძნეთში ძლიერ შტორმს და სეტყვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 6 - ტურისტი

BBC

საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულზე ძლიერ შტორმს და სეტყვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 6 ტურისტი.

დაღუპულთაგან ორი ჩეხი, ორი რუმინელი და ორი რუსია. რუმინელი ქალისა და მისი შვილის დაღუპვა რესტორნის სახურავის ჩანგრევამ გამოიწვია. რუსი კაცი და მისი შვილი კი სასტუმროს მახლობლად ხის წაქცევას ემსხვერპლენ.

დაშავდა 100 ადამიანი, მათგან 23 საავადმყოფოში იმყოფება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შტორმმა წააქცია ხეები, ამოაბრუნა მანქანები და დააზიანა შენობები. დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. შტორმი 20 წუთს გაგრძელდა.

ნახევარკუნძულის და ქალაქ სალონიკის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.

ქვეყნის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაგეგმილი ვიზიტები გადადო. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით გაწმენდით სამუშაოებში და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში სამხედროებიც ჩაერთვებიან.


ფოტო: EPA

კომენტარები