საქართველო-რუსეთი

თურნავა: როგორც ჩანს, ზოგ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს უნდოდა რუსეთისგან სანქციების დაწესება

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს სწორედაც რომ უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები, მიეღოთ ხისტი გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დააყენებდა რიგით მოსახლეობას. ზარალი, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა. დღეს ვიმყოფები ბათუმში, სადაც ვხედავთ დაცარიელებულ პლაჟებს, რაც არის იმ მავნებლური მიდგომის შედეგი, რასაც ამ ბოლო დროს ვხედავთ. ვგულისხმობ, ისტერიასა და ყოველგვარ ზღვარს გადასულ შეურაცხყოფას ქართული ღვინისა და მეღვინეების მიმართ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი მთავრობა, როგორ ვიქცევით და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაბალანსებულ მიდგომას ვიჩენთ, რომ არ დავაზარალოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და სად დგანან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არანაირ პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებზე და მათ შედეგებზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ "ქართველი ერის მიმართ პატივისცემის გამო", ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ ემხრობა.

კომენტარები