გაერთიანებული სამეფო-რუსეთი

პუტინის მედიები RT და SPUTNIK ლონდონის მედიის თავისუფლების კონფერენციაზე არ დაუშვეს

geneticliteracyproject.org

რუსეთის სახელმწიფო მედია Russia Today (RT) და Sputnik ლონდონში მედია თავისუფლების კონფერენციიდან "დეზინფორმაციის გავრცელებაში აქტიური როლის თამაშის გამო" აკრძალეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო ოფისმა პუტინის დაქვემდებარებულ ორივე მედიას აკრედიტაციაზე უარი განუცხადა. 

"დეზინფორმაციის გავრცელებაში მათი აქტიური როლისთვის RT-სა და Sputik-ს აკრედიტაცია არ მივეცით," - განაცხადა საგარეო ოფისის სპიკერმა. 

მიმდინარე კვირაში აღნიშნულ ღონისძიებას, დააახლოებით, 60 მინისტრი, 1000 რეპორტიორი და სამოქალაქო საზოგადოების წევრი დაესწრება.

რუსეთის საელჩო საგარეო ოფისის გადაწყვეტილებას "პირდაპირ პოლიტიკურად მოტივირებულ დისკრიმინაციას" უწოდებს.

"ეს კონკრეტული სახის ფარისევლობას მოითხოვს, რომ ადვოკატირება გაუწიო პრესის თავისუფლებას და ამავდროულად, აკრძალო უსიამოვნო ხმები და ცილი დასწამო ალტერნატიულ მედიას," - ვკითხულობთ RT-ის განცხადებაში.

გასულ წლებში RT-მ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში სიახლეების გაშუქების სიხშირე გაზარდა, რითაც ორივე ქვეყანაში ალტერნატიულ 'მედიად' დამკვიდრებას ცდილობს.

RT-მ გაერთიანებულ სამეფოში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვის საქმეზე სიახლეები არაერთი დარღვევით გააშუქა.

კომენტარები