რუსთავი 2

რუსი დეპუტატი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

Экономика сегодня

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, რუსთავი 2-ის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდ აღიძრას. 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ეს არამარტო პუტინის, არამედ რუსეთის შეურაცხყოფაა.  

იმ სიბინძურით, რომელიც ერთ-ერთმა წამყვანმა ტელევიზიამ იკადრა, აღმაშფოთებელია. ჟურნალისტმა არა მარტო პრეზიდენტს[პუტინს], არამედ მთელს ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა. მივიჩნევ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე უნდ აღძრას რუსეთის ლიდერის შეურაცხყოფისთვის",- ამბობს ჯაბაროვი

მისივე თქმით, მომხდარი ცივილიზებურ ჩარჩოებს სცდება. 

"მე უფრო შორსაც წავიდოდი, დავაწესებდი სავაჭრო ემბარგოს და უმკაცრეს სანქციებს დავაწესებდი. ვფიქრობ რეაქცია მალევე მოყვება ამას. ვნახოთ რას იტყვიან ევროპაში,"- თქვა ჯაბაროვმა. 

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები