მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყვილებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად თქვენზე ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია უკვე გიტანთ თქვენ მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი რომ გქონდეთ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაშიო. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ.
პაატა ბურჭულაძე
ბურჭულაძე: ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ
tbl.ge/3u1k
დაკოპირდა

პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის ეთერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებაზე საუბრობს.
პაატა ბურჭულაძესახელმწიფო გადატრიალების მცდელობასახელმწიფო გადატრიალება20 ივნისის აქცია20 ივნისის აქციის დარბევა
ამავე თემაზე
- ბურჭულაძე ზურაბიშვილზე: არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს, საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს
- ბურჭულაძე: ისე უნდა ივანიშვილს, ყველა აგვისტოში გააჩუმოს, მისი მონები ყველაფერზე ხელს აწერენ
- ბურჭულაძე: ბიძინა, გენაცვალე, საქართველო არ იყიდება
- ბურჭულაძე: აუცილებლად ჩავალ და ტემირკანოვს ყველა მომდევნო იუბილესაც მივულოცავ
- დავითაია: შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა