პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს

pia.ge

საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს. 

ენმ-ს წევრი გიგა შუშანია წერს, რომ დავალება ქუთაისის მერიამ გასცა. 

"დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული) ეს იგივეა მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ  გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ მეც ვერ წარმომედგინა". - წერს შუშანია. 

მომხდარს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად ბურჭულაძეც გამოეხმაურა. 

"ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით". - წერს ბურჭულაძე. 

კომენტარები