თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ პიანისტმა ნინო ჟვანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ნინო ჟვანიას თქმით - "2024 წლის 30 მაისს მიმართა თეატრს თეონა ჯორბენაძემ საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზის გამოყოფის მიზნით და პასუხი არ მიუღია..." და სანაცვლოდ, "დღეისთვის აქტუალურ სტილში" 12 თებერვალს ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო მსვლელობა გაიმართება.
"ერთად გავემართოთ რუსთაველისკენ, ოღონდ გზად ოპერის წინ შევჩერდეთ და მუსიკასაც დავუთმოთ ადგილი! საოცარი პერფორმანსი გელით!" - დაწერა ჟვანიამ.





