პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე: ყალიბდება ზეპარტიული გაერთიანება – წინ ევროპისკენ თუ ერთად ევროპისკენ

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, იგეგმება, შეიქმნას ახალი ზეპარტიული გაერთიანება, რომელშიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გარდა, სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იქნებიან. ამის შესახებ მსოფლიო ბანმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.  

"ვიცი, რომ ყალიბდება ერთი დიდი, ძალიან კარგი ზეპარტიული გაერთიანება - "წინ ევროპისკენ" თუ "ერთად ევროპისკენ". ჩემთანაც იყვნენ წარმომადგენლები, მაგრამ მირჩევნია თვითონ თქვან ეს ყველაფერი. აქ შევლენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ცნობადი სახეები და ახალგაზრდები და არასამთავრობოებიდანაც შეიძლება ვინმე შემოვიდეს. არ მინდა, მეტი ვილაპარაკო იმიტომ რომ არ მინდა რომ რაიმე არასწორი ინფორმაცია ვთქვა. მე მის მხარდამჭერად ვიქნები... სულ ყველას წარმომადგენელი უნდა იყოს მასში, გარდა იმისა, რომ ლელო ცალკე გამოვა, ნაციონალური მოძრაობა და ახალი ცალკე გამოვა, ლეიბორისტები - ასეთი იდეაა, რომ მისცენ მათ, ამ ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლები. ჩემი აზრით, ძლიერი გაერთიანება იქნება". - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

მან თავი შეიკავა გაეცა პასუხი კითხვაზე, ამ გაერთიანების შესაძლო ლიდერის ვინაობის შესახებ.

ამასთან, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ის "დღესდღეობით" პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

კომენტარები