Netflix

Netflix-ი ნილ გეიმანის The Sandman-ზე სერიალს იღებს

DC Comics

Netflix-მა ნილ გეიმანის კომიქსების სერია The Sandman-ზე სერიალს იღებს. ამ დროისათვის კომპანიას 11 ეპიზოდი აქვს შეკვეთილი. Netflix Warner Bros-თან ითანამშრომლებს, რომელსაც ამჟამად კომიქსზე უფლებები ეკუთვნის.

Hollywood Reporter-ის მიხედვით ეს DC Entertainment-ისთვის ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება.

კომიქსების სერია 30 წლის წინ გამოვიდა და ის 75 ნაწილისგან შედგება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომიქსებზე ფილმის გადაღება ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო.

უკანასკნელი მცდელობა მსახიობ ჯოზეფ გორდონ-ლევიტს ჰქონდა, რომელმაც უფლებები იყიდა და გეგმავდა მთავარი პერსონაჟის, მორფეუსის როლი თავად შეესრულებინა, თუმცა სტუდიასთან უთანხმოების გამო პროექტი ვერ შედგა.

Netflix-ის სერიალის პირველ ეპიზოდს ნილ გეიმანი ალან ჰეინბერგთან და დევიდ გოიერთან ერთად დაწერს. გეიმანის თქმით პირველი ეპიზოდები კომიქსების მხოლოდ პირველ რვა ნაწილს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ გეიმანი ასევე აქტიურად იყო ჩართული მისი და ტერი პრეჩეტის ერთობლივი წიგნის "კარგი ნიშნების" სატელევიზიო ადაპტაციაშიც, რომელიც Amazon Prime-ზე გავიდა. Starz-მა კი მის ნოველაზე "ამერიკელი ღმერთები" სერიალის გადაღება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მიმდინარე წელს მეორე სეზონიც გამოუშვა.

კომენტარები