აქცია პარლამენტთან

ქათამაძე აქციაზე: როცა იქნება საჭირო, იმ დროს ვიქნები იქ, სადაც თქვენ იქნებით

"როცა იქნება საჭირო, იმ დროს ვიქნები იქ, სადაც თქვენ იქნებით" - მომღერალმა ნინო ქათამაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა.

"რომ გადავხედე ისტორიას, არცერთი დღე 30 წლის მანძილზე, არ ყოფილა რუსეთიდან კეთილი ნაბიჯი და მივხვდი, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ ემოციური ბრმა და რომ თქვენი ასი პროცენტით მართლები ხართ. დიდი მადლობა. მე ამას ვერ დავინახავდი, თუ არ გავაჩერებდი იმას, სადაც ვიმყოფებოდი. არანაირი დიდებისთვის ან გმირობისთვის არ გადამიდგამს არანაირი ნაბიჯი, მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც უნდა დამენახა - ან ჩემი სამშობლო, ან ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა. ჩემი გული, ჩემი ოჯახის გული ვერ გაუძლებს ამ ქვეყნის უსიყვარულოდ ცხოვრებას. და როცა იქნება საჭირო, იმ დროს ვიქნები იქ, სადაც თქვენ იქნებით," - თქვა ნინო ქათამაძემ.

22ივნისს მომღერალმა კონცერტი რუსეთში გამართა. 30 ივნისს მან Facebook-ზე დაწერა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.

პარლამენტთან პროტესტის მე-11 დღეს აქცია გრძელდება. მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები