დონალდ ტრამპი

ტრამპი Twitter-ზე: თუ კიმი ამას ნახავს, დემილიტარიზებულ ზონაში შევხვდები ხელის ჩამოსართმევად

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მუნ ჯე ინთან მოლაპარაკებებისათვის მიემგზავრება და სანამ სამხრეთ კორეაში იმყოფება სურს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდეს და ხელი ჩამოართვას:

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, მე იაპონიას დავტოვებ და გავემგზავრები სამხრეთ კორეაში პრეზიდენტ მუნთან ერთად. სანამ იქ ვიქნები, თუ კიმ ჩენ ინი ამას ნახავს, შევხვდები მას სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონაში ხელის ჩამოსართმევად და სალმის სათქმელად."

ტრამპი და მუნ ჯე ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე და ამ საკითხზე ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ისაუბრებენ.

ჩრდილოეთ კორეაში ტრამპის შეთავაზებას საინტერესო უწოდეს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ. თუ ტრამპი და კიმი ერთმანეთს მართლაც შეხვდებიან დემილიტარიზებულ ზონაში, ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება და პირველი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში ვიეტნამში გამართული სამიტი უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები