პროპორციული სისტემა

პროპორციული საარჩევნო სისტემის როგორი ვარიანტი მოამზადა ხელისუფლებამ - კანონპროექტი

ტაბულა

როგორ პროპორციული საარჩევნო სისტემას გვთავაზობს ქართული ოცნება - ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ კანონპროექტი მიაწოდა. 

როგორც კანონპროექტში წერია, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რომელმა პარტიამ რამდენი მანდატი მიიღო, თითოეული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. 

"საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პარტიები მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ჯამში 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას," - წერია კანონპროექტში. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ რუთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ერთერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო. 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარულის ნაცვლად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვდა დაარჩევნო სისტემის შეცვლას, თუმცა ხელისუფლებას პროპორციულზე გადასვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდა დაგეგმილი. 

აღსანიშნიავია, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებში არ ყოფილა პროპორციული არჩევნების 0 პროცენტიანი ბარიერით ჩატარება, თუმცა ქართული ოცნების შემოთავაზებული ვერსიით საარჩევნო ბარიერი 0% იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, დაახლოებით, 12 000-დან 15 000-მდე ამომრჩევლის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტში 1 ადგილის მოპოვება მაინც შეძლოს. 

კომენტარები