პროპორციული სისტემა

დღეს ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართება

აჭარის ტელევიზია

დღეს, 14:00 საათზე, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად 6 მაისის სკვერთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი ვარდების ბაღისკენ გადაინაცვლებენ, სადაც ქართული ოცნების ოფისია.

"მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით დროებითი, ტექნიკური მთავრობის მიერ. 

ამ საერთო მოთხოვნებზე ოპოზიცია მას შემდეგ შეთანხმდა, რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

კომენტარები