[მამუკა] ბახტაძისა და [გიორგი] გახარიას ყოველი გამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადგან ამდენი ადამიანი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ზეპარტიულ აქციაზე მე-9 დღეა, გახარიას გათავისუფლებას ითხოვს. გახარია არის პასუხისმგებელი თვალების დათხრასა და სისხლის დაღვრაზე. რაც უფრო დიდი ხანი ვერ გაიგებენ ამას და ეცდებიან, საზოგადოებრივი აქცია აქციონ პარტიულ აქციად ან რაც უფრო დიდი ხანი გაექცევიან პასუხისმგებლობას, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს პოლიტიკური პროცესი
tbl.ge/3tcu
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ასე ეხმაურება პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პრესკონფერენციებს, სადაც გავრილოვის ღამეზე მთელ პასუხისმგებლობას ისინი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებენ. ხოშტარიას ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




