ჩემი სახელი არ არის მიზანი. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი შედეგი, ეფექტურობა და ის განვითარება, რაც ჩემი მუშაობის დროს კონკრეტულ სამინისტოში მუშაობის პროცესში მოვიტანო ან შევიტანო. ეს არის ჩემი მიზანი. მე არ მიზრუნია და არ ვიზრუნებ იმაზე როგორ გამოვიყურები ან რა სახელით დავრჩები. უბრალოდ ვთვლი რომ ეს არ არის სწორი. ჩემი გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს კრიზისს. არ ვიცი, ამ შეფასებებში მე არ შევდივარ. მე მაქვს კონკრეტული ამოცანები დღეს, რომლის ძირითადი გარემოება არის შემდეგი: პოლიცია რომელიც დღეს ამ ღონისძიების შემდეგ არის მისახედი და ასევე გამოძიება, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს ორგანიზებული ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმის სახით, რომელიც არის ჩემი დასასრულებელი. ჩემი გადადგომა საერთოდ არ არის პრობლემა. მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც. არ წარმოადგენს პრობლემას და მე აქ, სავარძელში გადადგომა-არ გადადგომის გამო არ ვზივარ. შევასრულებ ზემოთ დასახელებულ ამოცანებს და გადავდგები ყველანაირი პრობლემის გარეშე
tbl.ge/3tau
დაკოპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




