ღამის ორ საათამდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ხომ ხვდებით, რომ როდესაც ვინმე პოლიციას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ღამის ორ საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია. ისინი ერთი ნაბიჯით წინ არ გადამდგარან და არ გასულან პარლამენტის ტერიტორიის მიღმა. შესაბამისად, არსებობოს ლოგიკა, ხომ? რომ ისინი თავს ვერავის დაესმხებოდნენ. ეს ხალხი აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - იცავდა პარლამენტის შენობას და და მაქსიმალურად, როგორც ახერხებდა, იცავდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავს, თავდასხმებისგან, ჯგუფურად, ორგანიზებულად.
გიორგი გახარია
გახარია: ღამის 2-მდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი, თავს ვერავის დაესხმოდნენ
tbl.ge/3t9v
დაკოპირდა

თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის აქციის დარბევაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




