ლარის გაუფასურება

მორიგი ანტირეკორდი - დოლარი 2.88 ლარი ღირს, ევრო - 3.28

ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.21 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 4.02 თეთრი.

ამგვარად, 28 ივნისს ერთი აშშ დოლარი2.8791 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2758 ლარი. ეროვნული ვალუტისთვის ეს ისტორიული ანტირეკორდია.

ლარი გაუფასურდა თუქრულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.

კომენტარები