ნიკა მელიას დაკავება

ნაცვლიშვილის თქმით, ევსაქებმა მელია მიატოვეს, მელია ამბობს, რომ თავად ითხოვა მარტო დარჩენა

პარლამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი განიხილებოდა, უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვიშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს წევრები წინა დღეებში "მელიას ტ*აკით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს" დღეს კი ის მიატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო ვინც სხდომას ესწრებოდა.

"ევროპული საქართველო დღეს აქ არ ზის, მე არ ვლაპარაკობ ნაციონალურ მოძრაობაზე. იმიტომ, რომ ბოდიშს ვიხდი, რა, ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას ტ****ით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს არ ზიან და ნიკა მელია მათ დღეს მიატოვეს და ეგ არის სამწუხარო." - თქვა ნაცვლიშვილმა.

თავად ნიკა მელიას თქმით, კოლეგებს თავად სთხოვა, უმრავლესობის პირისპირ მარტო დაეტოვებინათ:

"მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს აი ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ დღეს ამაყი, მაგრამ მე მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები; მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში." - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.  

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

კომენტარები