ნიკა მელიას საქმე

მელია: რომან გოცირიძის გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ - თმის ღერი არ ჩამომვარდება თავიდან

ისევ რომან გოცირიძის გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ - თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან, ეს არის ფაქტი და თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, აქვს ბატონ ივანიშვილს

ენმ-ის დეპუტატი ნიკა მელია კენჭისყრის შემდეგ. პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.

კომენტარები