ევროპა

ევროპაში გაუსაძლისი სიცხის გამო სკოლები იხურება

BusinessInsider

ევროპაში გაუსაძლისი სიცხის გამო სკოლები იხურება. სინოპტიკოსები მოელიან, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

საფრანგეთში, დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონებში 50-მდე სკოლა დაიხურა.

გერმანიასა და იტალიაში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ხოლო ესპანეთში მოელიან, რომ პარასკევს ტემპერატურა 45 გრადუსს მიაღწევს.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში გზატკეცილებზე დასაშვები სიჩქარის ლიმიტები შეიცვალა, რადგან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გზის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს.

მიაჩნიათ, რომ 2003 წელს საფრანგეთში მსგავსი სიცხის ტალღამ15,000-მდე ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. მაშინ ტემპერატურამ 44 გრადუსს გადააჭარბა.

ესპანეთის ამინდის პროგნოზის სააგენტომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით სიცხე წითელ ნიშნულს მიაღწევს წარწერით "ჯოჯოხეთი ახლოვდება"

მეცნიერები სიცხის ტალღას ატლანტის ოკეანეში შტორმს და საჰარადან შემოსულ ცხელ ჰაერს უკავშირებენ, რამაც ევროპის თავზე მაღალი წნევის არე შექმნა.

კომენტარები