ნიკა მელიას საქმე

ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას მხარი დაუჭირა

ტაბულა

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების უმრავლესობამ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის მიმართვა, რომელიც საკანონნმდებლო ორგანოს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და მისთვის პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის ნებართვას სთხოვდა. 15 მომხრე, 4 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

საპროცედური საკითხთა კომიტეტის 6 წევრი იყო მომხრე, 1 - წინააღმდეგი. იურიდიული კომიტეტის კი - 9 მომხრე, 3 წინააღმდეგი. საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ, მისცემენ თუ არა პროკურატურას უფლებას, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვოს.

კომიტეტების სხდომა 5 საათის განმავლობაში, კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას 20 ივნისის აქციის საქმეზე ბრალი წარედგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

კომენტარები