აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული. დანარჩენი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩემი კოლეგები წინასწარ არ ვიცით, უნდა მოვუსმინოთ პროკურატურის წარმომადგენელს. რაც ვნახეთ კადრებში იმ ღამეს გარკვეული საფუძველი ნამდვილად იყო, მაგრამ დაგვჭირდება მეტი ინფორმაცია, დეტალები პროკურატურისგან გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ დაკავებაზე კი არ გავცემთ თანხმობას, თანხმობას გავცემთ, რომ სასამართლოს მიმართოს პროკურატურამ
ნიკა მელიას საქმე
კილაძე: თანხმობას დაჭერაზე კი არა, იმისთვის გავცემთ, რომ სასამართლოს მიმართოს პროკურატურამ
tbl.ge/3t1q
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრი სოფო კილაძე. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხი უნდა განიხილონ.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




