20 ივნისის აქცია

მარგველაშვილი აქციაზე: მეამაყებით, თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე (VIDEO)

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

"ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ, თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე" - მიმართა მან შეკრებილებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, "მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია ახალი საქართველოსი და ეს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით - "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი". ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ძალიან სუსტი ხრიკები და ილეთები აქვს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

"ასე იწერება ეს ისტორია და ეს იტორია იქნება ძალიან კარგი, ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტთთან შს მინისტრის გადადგომას მეექვსე დღეა, ითხოვენ.

კომენტარები