20 ივნისის აქცია

მეზვრიშვილი: თუ უნდოდათ, ერთიანობის აქცია ყოფილიყო, 20 ივნისი არ უნდა შეერჩიათ

თუ ვინმეს უნდოდა, რომ აპოლიტიკური, ერთიანობის აქცია ყოფილიყო, ეს თარიღი არ უნდა შეერჩიათ, 20 ივნისი...

ისტორიას ეს თარიღი ობიექტური შეფასებით და არა ცალმხრივი შეფასებით [დარჩება] გულწრფელი პროტესტის დღედ, გავრილოვის სკამში ჩაჯდომის გამო, რომელი გულწრფელი პროტესტიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა შტურმის ღამედ გადააქციეს.

ამიტომ, გარკვეული ადამიანებისთვის ეს თარიღი ასოცირდება არამარტო გულწრფელ პროტესტთან, არამედ შტურმის ღამესთან, რომელსაც ვერაფერი ვერ ექნება საერთო ევროპულ ღირებულებებთან... ვერ გაივლის ევროპის გზა იმ დღის სიმბოლიზებაზე, რომელ დღესაც ადამიანებისთვის აქვს ორმაგი დატვირთვა.

გახარია-საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე  - შინ, ევროპისკენ. მანვე ენმ-ს დეპუტატის ეკა ხერხეულიძის რეპლიკაზე, რომ "გავრილოვის ღამის" თარიღამდე 4 დღეღა დარჩა, თქვა - "20 ივნისამდე კი არა, ხვალე საქართველოს ბედი წყდება, რა 20 ივნისი... უტიფრები".

კომენტარები