ამას წინათ სადღაც ვკითხულობდი, საკმაოდ აქტიურად განიხილება ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება, თბილისი ჩაიკეტოს. ნუ, ეს სასაცილოა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა, როცა ადაპტაცია მოვახდინეთ, ეპიდემია სწორად და ეფექტურად ვმართოთ... ნუ, როგორ შეიძლება ახლა. არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისს თბილისი ჩაიკეტოს, არ არსებობს დღეს. 20 ივნისამდე 4 დღეა, დარწმუნებული ვარ, რომ არც მანამდე არაფერი [იქნება]. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება
tbl.ge/4u2w
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთ წლისთავზე რუსთაველის გამზირზე აქცია იგეგმება. 2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაარბია. პრემიერმინისტრი გახაარია მაშინ შს მინისტრის პოსტს იკავებდა.
ამავე თემაზე
- 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გამო, თბილისის მერია რუსთაველის გამზირს 14:00-დან გადაკეტავს
- გახარია: თუ არავინ გადადგამს ექსტრემალურ ნაბიჯებს, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია
- კაპანაძე კობახიძის "200 ნაციონალზე": ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება, რამეს გაარტყას, სულ აცილებს
- გამყრელიძე 20 ივნისის აქციაზე: თუ დაცულია ძირითადი რეკომენდაციები, ყველაფერი შესაძლებელია
- ვოლსკი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე: სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს