20 ივნისის აქცია

გოცირიძე მელიაზე: ქვეყანაში მყარდება პოლიტიკური დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები

რაც ხდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მყარდება პოლიტიკური დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები, მოგიწოდებთ პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს, რომელმაც ამ მომართვას უნდა უყაროს კენჭი, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში მძიმე ვითარების შექმნას, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მომართვას განიხილავენ. საგამოძიებო უწყება პარლამენტს სთხოვს, 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა მისცეს.

კომენტარები