კახა კალაძე

კალაძე: მინდა გამოვეხმაურო გახარიას ღირსეულ ნაბიჯს, რომ პარლამენტს მისვლის თხოვნით მიმართა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, მან დღეს პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მიეცეს მისვლის შესაძლებლობა და და ყველა ადამიანს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები და როგორ განვითარდა ის სამწუხარო მოვლენები. გარდა ამისა, მე მინდა მადლობა ვუთხრა გიორგის, იმ ნაბიჯებისთვის, რაც გადაიდგა, იყო გარკვეული ეპიზოდები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და უკვე დაწყებულია მოკვლევა და რეაგირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს მისი მხრიდან არის სწორი ნაბიჯი. მნიშვნელობანია საზოგადოებას დავანახოთ თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს ჩვენ ქვეყანას.

თბილისის მერი კახა კალაძე მაესტროს ეთერში. რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები 5 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, მან კი დღეს პარლამენტს მიმართა თხოვნით რომ სესიაზე მივიდეს.

კომენტარები