აქცია პარლამენტთან

რატიანი: პოლიტიკაში 2012-ში მოვედი და მას მერე ვოცნებობ აქციაზე, რომელიც ჩვენი ორგანიზებული არაა

აქ არაერთხელ ითქვა, რომ ეს აქცია არ არის პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული. მე პოლიტიკაში მოვედი 2012 წელს და მას მერე ვოცნებობ აქციაზე, რომელიც არ არის ჩვენს მიერ ორგანიზებული. იმიტომ, რომ აქ არიან განსხვავებული შეხედულების ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის ადამიანები. დღეს იბადება ახალი საქართველო. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანები, განსხვავებული რწმენის ადამიანები და ეს არის ახალი საქართველო, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა იმიტომ, რომ ეროვნული მოძრაობა, ნაციონალური ინტერესი არის ინტერესი, როდესაც მემარჯვენე და მემარცხენე, სხვადასხვა შეხედულების ადამიანები მტრის წინაშე არიან ერთ სანგარში. ჩვენ ერთად ვიქნებით. აი ამ განსხვავების ჩაკვლა უნდათ ადამიანებს. ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, რუსული იმპერია არის ამ განსხვავებულობის თავისუფლების წინააღმდეგ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს თავისუფალო მოქალაქეებო, ვინც ამ დღეებში დაიცავით საქართველოს ღირსება და ჩვენს ხელისუფლებას უთხარით, რომ კომუნისტი, დამპყრობელი, მოღალატე არ შეიძლება იყოს ერთმორწმუნე.

თქვა პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე.

კომენტარები