აქცია პარლამენტთან

ნაკაიძე: ხელისუფლება არ უნდა შეეცადოს მოვლენების განვითარების სხვებისთვის გადაბრალებას

საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი რუსეთის სათათბიროს წევრის განთავსება ვფიქრობთ, არ განსხვავდება იმ სამხედრო ინტერვეციის და ოკუპაციისგან, რასაც რამდენიმე წელია ახორციელებს რუსეთი საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლების ამ არასწორმა, უფრო მეტიც ვფიქრობ მოღალატეობრივმა ნაბიჯმა დაძაბა საქართველოს მოსახლეობა, რადგანაც ყველას აწუხებს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

ვფიქრობთ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე, არ შეეცადოს მოვლენების განვითარება გადააბრალოს სხვებს, მომხდარის გამო აიღოს პასუხიმგებლობა, დროულად დააყენოს იმ პირების პასუხიმგებლობის საკითხი, ვინც ორგანიზებას უწევდა ამ არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოხატვისა და პროტესტის უფლება. არ მიმართოს რეპრესიების გზებს, რომელიც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისათვის

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლასა და საპროტესტო აქციის ძალადობრივ დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები