თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მომხრეებს სთხოვენ, მხარდაჭერა სოციალურ ქსელშიც გამოხატონ.
ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, გადაიღონ ფოტო ან ჩაწერონ ვიდეო, დადონ საკუთარ კედელზე და გამოიყენონ შემდეგი ჰეშთეგები: #მეგავდივარ, #TbilisiPride.
"თბილისი პრაიდის ოფისის გარშემო იმყოფებიან ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. პრაიდის ორგანიზატორები ტელეფონზე იღებენ სიცოცხლის მოსპობის მუქარებს. გთხოვთ ყველას გააზიაროთ ეს ფოტო ან გადაიღოთ ფოტო/ჩაწეროთ ვიდეო, დადოთ საკუთარ კედელზე და გამოიყენოთ ჰეშთეგები: #მეგავდივარ #TbilisiPride. ვაჩვენოთ სახელმწიფოს და ძალადობრივ ჯგუფებს, რომ ვართ ძალიან ბევრი და ყველას ვერ შეგვაშინებენ!"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისი პრაიდი
Tbilisi Pride მხარდამჭერებს: გადაიღეთ ფოტო/ვიდეო და გამოაქვეყნეთ ჰეშთეგით: #მეგავდივარ
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_lg/public/photos/2019/06/64607551_619178488586341_6329290736277651456_n.png.jpg?itok=4FvXZB8f)
Tbilisi Pride