ცნობილი ადამიანები

რიანა: ყველაზე მეტად დედობა მსურს

interviewmagazine.com

რიანამ Interview Magazine-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის შეყვარებულსა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

მომღერალს კითხვები American Horror Story-ის მსახიობმა სარა პოლსონმა დაუსვა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, სადაც რიანა თავის შეყვარებულზე საუბრობს.

"სარა პოლსონო: ვის ხვდები?

რიანა: დაგუგლე.

სარა პოლსონო: შეყვარებული ხარ?

რიანა: ცხადია, ვარ.

სარა პოლსონი: აპირებ დაქორწინდე?

სარა პოლსონი: სიჩუმეა.

რიანა: მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენ ვგეგმავთ და ღმერთი იცინის, ასეა?

სარა პოლსონი: გინდა გახდე დედა?

რიანა: ცხოვრებაში ყველაზე მეტად."

ბარბადოსელი მომღერალი 2017 წლიდან მილიარდელ ბიზნესმენს, ჰასან ჯამილს ხვდება. პირველად ისინი პაპარაცებმა 2017 წელს, აუზზე კოცნის დროს შენიშნეს, მას შემდეგ კი რიანას თავის შეყვარებულთან სხვადასხვა ადგილებში აფიქსირებენ ხოლმე.

კომენტარები