ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პორნო ვებგვერდები დროებით დაიხურა, რათა ხალხი საპროტესტო აქციებზე გასულიყო

Twitter

ჰონგ-კონგში უკვე ორი კვირაა, რაც მთავრობის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დაახლოებით, მილიონზე მეტი მომიტინგე ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრულ გაწვევასა და ქალაქის ლიდერის კერი ლამის გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქციას ჰონგ-კონგური პორნო ვებგვერდებიც შეუერთდნენ. ორი ვებ-გვერდების მფლობელთა ინიციატივით, მოქალაქეების საპროტესტო აქციაში ჩართვის წახალისების მიზნით, პორნო ვებგვერდები დროებით დაიხურა.

ვებგვერდებმა დროებით შეწყვიტეს ვიდეოების ჩვენება და მათ ნაცვლად გამოაქვეყნეს ტექსტი, სადაც მომხმარებლებს "სამკვდრო-სასიცოცხლო" აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ:

"აქ აღარ იქნება უსაფრთხო ადგილი... მთავრობამ არ გაგიმართლა იმედები, არც სისტემამ და საზოგადოებამ, გსურს რომ შენც არ გაამართლო საკუთარი იმედები?"

"ჩვენ ვიცით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, წარმატებული იქნება ეს მცდელობა თუ არა. ღორიც იკივლებს მანამ, სადამ მოკლავენ. სიკვდილამდე ჩუმად უნდა ვიყოთ?"

ერთერთმა პორნო ვებგვერდმა მთავარ გვერდზე მომხმარებლებს შეტყობინება დაუტოვა, რომ იხურებოდნენ და თუ ეს ფაქტი არ ახარებდათ, პასუხი ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოსთან მოეთხოვათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰონგ-კონგში 100-ზე მეტი კერძო ბიზნესი დაიხურა, რათა დამსაქმებლებს აქციაზე წასვლა შეძლებოდათ.

Twitter-ის მომხმარებლებმა ისიც გაიხსენეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ჰონგ-კონგის პორნო ინდუსტრია სამოქალაქო მოძრაობაში ჩაერთო. ერთერთმა ჰონგ-კონგურმა პორნო ჟურნალმა 1989 წელს  ჩინეთში თიანანმენის აქციებში მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადა. ჟურნალმა არსებული შემოსავლი პეკინში თიანანმენის მოედანზე შეკრებილ ჩინეთის პროდემოკრატიული მოძრაობის სტუდენტებს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონით ჰონგ-კონგიდან დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება. 

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

აქციები გასულ კვირას დაიწყო. ჰონგ-კონგის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციებია.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები