კანცელარიის ტერიტორიიდან გიორგი თაბაგარი გაიყვანეს, პოლიციის თქმით, არეულობას "განარიდეს"

მთავრობის კანცელარიასთან LGBT პრაიდის ორგანიზატორების აქციის "სად ხარ სახელმწიფო" პარალელურად, სასულიერო პირების და ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე და სხვები. ისინი ჰომოფობიურ კომენტარებს აკეთებენ.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა. სამართალდამცველების თქმით, ის არეულობას "განარიდეს". თბილისი პრაიდის კიდევ ერთი ორგანიზატორი მარიამ კვარაცხელია კი ამბობს, რომ თაბაგარი დაკავებულია.

"პოლიცია იქცევა არასწორად, ოკუპირებულია სივრცე და პრაქტიკულად, აქციას ვერ ვატარებთ" - ამბობს მარიამ კვარაცელია.

თბილისი პრაიდი ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების აქცია "სახელმწიფო, სად ხარ" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, "გეი პრაიდი არ დაუშვას".

კომენტარები