თბილისი პრაიდი

ბრეგაძე: ცალსახად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ლგბტ მარში არ ჩატარდება, არ დავუშვებთ

ცალსახად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ლგბტ მარში, აღლუმი არ ჩატარდება და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ლგბტ მარშის ჩატარებას. რამდენიმე დღე არის დარჩენილი ამ ავადსახსენებელი ლგბტ კვირეულის დაწყებამდე და ერთი რამე იცოდეს ყველამ, არცერთ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ მამათმავლების და ლესბოსელების აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში. ამაზე ფიქრიც კი თავიდან უნდა ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატეობრივმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობების ხარჯზე თანხების მოძიებას და ამითი თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითების ჯგუფი. ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანად, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება

ნეონაცისტური, ფაშისტური დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ივნისში დაგეგმილ ლგბტქი პრაიდს ეხმაურება.

კომენტარები