უბედური შემთხვევა

კაჭრეთში სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - კაცს დენმა მაშინ დაარტყა, როცა ის ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ელექტროუსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები