ლუკა იოვიჩის პრეზენტაცია

მადრიდის "რეალმა" გულშემატკივრებს ახალი ვარსკვლავი წარუდგინა (ვიდეო)

მადრიდის "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტიდან" შეძენილი ახალი ვარსკვლავი - ლუკა იოვიჩი პრესისა და გულშემატკივრების წინაშე წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ, 21 წლის სერბმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. კონტრაქტი სამყაროს საუკეთესო კლუბთან გავაფორმე. დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მექნება.

ჩემი მხრივ, ყველანაირად ვეცდები, რომ კლუბს რაც შემეძლება ყველაფერი მივცე და დავეხმარო ტიტულების მოგებაში!"

ცნობისათვის, იოვიჩმა "რეალთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები