ცნობილი ადამიანები

გვინეტ პელტროუ და მისი ქმარი კვირაში მხოლოდ 4 დღე ცხოვრობენ ერთად

გვინეტ პელტროუ და ბრედ ფელჩუკი

გვინეტ პელტროუმ The Sunday Times-თან მისი და ქმრის, ბრედ ფელჩუკის ურთიერთობაზე ისაუბრა.

46 წლის მსახიობის თქმით, ის ბრედ ფელჩუკთან ერთად კვირაში მხოლოდ 4 დღე ცხოვრობს, დანარჩენ დღეებს კი წყვილი თავიანთ სახლებში ცალ-ცალკე ატარებენ.

"ყველა ჩემი დაქორწინებული მეგობარი მეუბნება, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი იდეალურად ჟღერს და ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის შეცვლას", - თქვა გვინეტ პელტროუმ.

წყვილი 4 დღეს გვინეტ პელტროუს სახლში ატარებს, დანარჩენ დღეებში კი ბრედ ფელჩუკი თავის სახლში, შვილებთან, ბრედისთან და იზაბელასთან ერთად რჩება.

"ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი ბრედისთვის ძნელი იყო, თუმცა ახლა მე და მას საერთო სივრცე გვაქვს. ის არ არის ჩემი შვილი, მე არ ვარ მისი დედა, მაგრამ მან იცის რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია", - თქვა გვინეტ პელტროუმ.

მსახიობმა ყოფილ ქმარზე, Coldpay-ის სოლისტზე, კრის მარტინზეც ისაუბრა. კრის მარტინი საშობაო დასვენების დროს, გვინეტ პელტროუსთან და ბრედ ფელჩუკთან ერთად მალდივის კუნძულებზე ისვენებდა.

"კრისი ჩემი ოჯახია, ბრედს და მას ერთმანეთი მოწონთ, ისინი მეგობრები არიან", - თქვა გვინეტ პელტროუმ.

გვინეტ პელტროუმ და ბრედ ფელჩუკმა 2018 წლის სექტემბერში იქორწინეს. 

კომენტარები