მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: საქართველო სავსეა იმედით და მისწრაფებებით

საქართველოს აქვს უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციების საკვანძო ცენტრი. საქართველოს უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჩართულობა. 21-ე საუკუნეში კი წარმატების ისტორია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჩართულობას. საქართველო სავსეა იმედით და მისწრაფებებით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უძველესი ისტორიით. ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოების ნაწილი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან დემოკრატიის, ჩვენი ცივილიზაციის და ღირებულებების შენარჩუნების და დაცვის საქმეს მათგან, ვინც გვემუქრება. წინსვლისთვის ჩვენ გვჭირდება ისეთი მეგობრები, როგორიცაა ამერიკა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

კომენტარები