წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არსებობს, როგორც ამას, სამწუხაროდ, ისტორიაც ადასტურებს. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის 8% იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი ისტორიით. ჩვენ გავუძელით საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს და, რასაკვირველია, არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედს და ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის. ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენ შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცხადია, ეს არ მოხდება ძალის გამოყენებით. ამისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატია, დიპლომატია, შესაძლებლობები, განვითარება და ჰუმანურობა
მამუკა ბახტაძე
ბახტაძე: ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოვიყენებთ დემოკრატიას, დიპლომატიას, ჰუმანურობას
tbl.ge/3r1c
დაკოპირდა
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- ბახტაძე: დავოსში მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ფორუმში, ვისაუბრე ქართულ გამოცდილებაზე
- ბახტაძე: არაერთხელ მითქვამს, საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე
- bm.ge: მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, საქმიანობას მსოფლიო ბანკში გააგრძელებს
- წულუკიანი: ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მან იცოდა მოსმენა
- ბახტაძე: განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა იყო პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია