Game of thrones

სოფი ტერნერი: GOT-ის გადაღებისას, მე და მეისი ერთმანეთს ვკოცნიდით

Rolling Stones

Game of Thrones-ის მსახიობმა სოფი ტერნერმა, კონან ო’ბრიენთან ინტერვიუში მისი და მეისი უილიამსის [არია სტარკი] ურთიერთობაზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, ის და მეისი Got-ის გადასაღებ მოედანზე თამაშობდნენ ვითომ წყვილი იყვნენ.

“გადასაღებ მოედანზე, მე და მეისი გადავიღებდით სცენას, შემდეგ ერთმანეთს ვკოცნიდით შუა გადასაღებ მოედანზე და ვნახულობდით, ვინ როგორ რეაგირებდა ამაზე”, - თქვა სოფი ტერნერმა.

სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი სერიალში დებს თამაშობდნენ, თუმცა ისინი სერიალის გარეთაც ძალიან ახლო მეგობრები არიან.

“Game of Thrones-ში ინცესტი დაშვებულია, ამიტომ ისინი ამბობდნენ რომ ეს ნორმალურია. ხანდახან უბრალოდ გინდა, რომ შენს საუკეთესო მეგობართან ერთად გაერთო”, - თქვა სოფი ტერნერმა.

კომენტარები