ცხოველები

ინგლისის ერთ-ერთ პარკში ქალმა გედი დაახრჩო

BBC.co.uk

ინგლისში, ერთ-ერთ პარკში ქალმა გედი დაახრჩო.

პოლიციისა და ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის RSPCA-ის წარმომადგენლების თქმით, პარკ Riverside-ში, ქალი გედს თავს დაესხა და შემდეგ დაახრჩო. პოლიციელების პარკში მისვლისას გედი უკვე მკვდარი იყო, ისინი ორ თვითმხილველს ესაუბრნენ.

დიდ ბრიტანეთში გედი დაცული სახეობაა და შუა საუკუნეებში დადებული შეთანხმების თანახმად, ყველა გედის მფლობელი დედოფალია. შესაბამისად, ფრინველზე თავდასხმა დასჯადია და ის ზოგ შემთხვევაში 6 თვემდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

"ეს შემთხვევა ძალიან იმედგამაცრუებელია. თავდასხმას მშვენიერი გედის ტრაგიკული და უსარგებლო სიკვდილი მოყვა", - თქვა RSPCA-ის წამომადგენელმა.

ჯერჯერობით პოლიციასა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას ქალი არ უპოვია.

კომენტარები