ქუთაისის საკრებულო

"ოცნების" დეპუტატი მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზეც ნიშნის მოგებითა და დაცინვით წერდა

ნანა კოსტავა
Newspress.ge

ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ ნანა კოსტავასთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმ გოგოს დასცინა ტრაგედიაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი და ტრაგიკულად დაეღუპა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 

2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა მაშინ კოსტავა. 


შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დღეს, 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

კოსტავას განცხადებაზე ბოდიში მოიხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ. 

კომენტარები