გორში, სოფელ ნაწრეტში ასაკოვანი ცოლ-ქმარი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის მიზეზად, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა სახელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
