უბედური შემთხვევა

ესპანეთში დასასვენებლად წასული ქართველი ოჯახის მცირეწლოვანი შვილი ზღვაში დაიხრჩო

ესპანეთში 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას ტალღებმა გაიტაცა და დაიხრჩო. ოჯახი ესპანეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.

მომხდარს ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამბობენ, რომ საკონსულო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა.

"ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და ოჯახთან არის მუდმივ კომუნიკაციაში," - უთხრეს ტაბულას საგარეო უწყებაში. 

კომენტარები