იაპონია

იაპონიაში კაცი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა, დაღუპულია 2, დაჭრილია 18 ადამიანი

Reuters

იაპონიის ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს ავტობუსის გაჩერებაზე დაესხა თავს. თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, მათ შორის 12 წლის გოგო და 39 წლის კაცი. დაჭრილია 18 ადამიანი, მათგან 16 სკოლის მოსწავლეა.

თავდამსხმელი 50 წლის კაცია. დაკავებამდე მან დანით ჭრილობები მიიყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

კომენტარები