26 მაისი

ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტვიტერზე ქართულად მიულოცა

Reuters

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საკუთარ ტვიტერზე ქართულად მიულოცა:

"გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება."


ფოტო: Twitter
ერევნის ქუჩებში დამონტაჟებულ ეკრანებზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშა ჩანს. ვიდეოს სომხეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

კომენტარები